საქართველოს მთავრობა, სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება. 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით საწვავის ფასი უცვლელად შენარჩუნდა.
როგორ გამოითვლება საწვავის ფასი მთავრობისთვის – პირობები:
კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი. აგვისტოს განმავლობაში Platts-ის საშუალო ფასი იყო $831 დოლარს შეადგენდა.
შესასყიდი საწვავის ფასები ასე ნაწილდება:
რეგულარი – აგვისტოს ფასი მთავრობისთვის 2.67 ლარი;
პრემიუმი – აგვისტოს ფასი მთავრობისთვის 2.69 ლარი;
სუპერი – მაისის ფასი მთავრობისთვის 2.97 ლარი;
რაც შეეხება საწვავის ფასებს ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, ის აღნიშნულ ფასებზე საშუალოდ 50-60 თეთრით უფრო ძვირი ღირს.
2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ინფორმაციას ფოთის პორტის მფლობელი კომპანია ავრცელებს. მათი…
საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის ჯამის 10.8%. გასულ წელს, საქართველო-რუსეთის…
საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მაჩვენებლის დამსახურებით, 2024 წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტ-იმპორტის ჯამი წლიურად 14%-ით…